ასლან აბაშიძე 80 წლის ასაკში ოჯახის მზარეულზე დაქორწინდა
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 17:46
ასლან აბაშიძე 80 წლის ასაკში ოჯახის მზარეულზე დაქორწინდა

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ 80 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ იქორწინა. აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია, რომელთანაც 4 წლის ვაჟი ჰყავს.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - გიორგი და დიანა ჰყავს, პირველი მეუღლე კი გარდაცვლილია.

აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს საქართველოში 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. 2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობაში.