საფაროვის მკვლელობა: რას ამბობს მსჯავრდებულ სოხაძის დედა ერთწლიანი დუმილის შემდეგ?
ამობეჭდვა · 18 / 09 / 2019 21:04
საფაროვის მკვლელობა: რას ამბობს მსჯავრდებულ სოხაძის დედა ერთწლიანი დუმილის შემდეგ?

„მე მჯერა, რომ ჩემი შვილი მკვლელი არ არის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიტალი საფაროვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი სოხაძის დედამ, ელენე გოქსაძემ, რომელიც ამ მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პირველად ალაპარაკდა რადიო თავისუფლებასთან.

მისი თქმით, ცხადია, არავინ უარყოფს, რომ გიორგი იყო მკვლელობის ადგილზე, მაგრამ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი ერთადერთი დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს, დანაშაულის პოლიციისათვის შეუტყობინებლობაა. სოხაძეს თავდაპირველად ბრალი სწორედ ამ მუხლით წაუყენეს.

„ორი რამის თქმა მინდა", - უთხრა სოხაძის დედამ რადიო თავისუფლებას, - მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ვიტალის ოჯახს, იმიტომ, რომ აქამდე ეს ვერ შევძელი. სასამართლოს დარბაზთან ამ სიტყვების სათქმელად მათთან ვერაფრით მივიდოდი და ვერც საჭირო სიტყვებს მოვძებნიდი. ახლაც მიჭირს რამის თქმა. და მეორე - ჩვენ ძალიან გაუგებარ ვითარებაში აღმოვჩნდით, იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის არასოდეს ყოფილა უცხო განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა ან მათი პატივისცემა. მამაჩემი ნახევრად აზერბაიჯანელია. გვყავს ებრაელი, რუსი, აისორი მეგობრები. ის ასეთ გარემოშია გაზრდილი და ვერ დავიჯერებ, რომ გიორგიმ ვინმეს ამ მიზეზით რამე დაუშავა. ჩვენც გვაქვს ჩემი ვარაუდები, რაზეც გვინდა ვილაპარაკოთ“.

 

იხილეთ ვრცლად