როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 10:32
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 19 სექტემბერს დღისით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16, +30 გრადუსი იქნება.

20 სექტემბერს კი, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ელჭექით. ტემპერატურა +21-26 გრადუსამდე დაიკლებს. ასევე, ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.