საქართველოს ბანკმა საკუთარ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი იპოინვესტიცია შესთავაზა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 11:12
საქართველოს ბანკმა საკუთარ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი იპოინვესტიცია შესთავაზა

იპოინვესტიცია სასურველი ფართის შეძენის უნიკალური შესაძლებლობაა სწორედ მათთვის, ვინც უკვე ფლობს და აქირავებს უძრავ ქონებას და ამავდროულად სურს შეიძინოს დამატებით +1, რომელსაც ასევე გააქირავებს.

 

ბანკი სესხის აღებისას მომხმარებლის შემოსავლად იმ სამომავლო ქირის თანხას გაითვალისწინებს, რაც მსესხებელმა შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს; კომერციული ფართის შეძენის შემთხვევაში კი არსებული იჯარა არ არის სავალდებულო და რაც მთავარია, მომხმარებელი 6 თვე არ იხდის სესხის ძირსა და %-ს; ამ დროის განმავლობაში კი აქვს შესაძლებლობა, მშვიდად მოაწყოს ახალი შენაძენი, გააქირაოს და შედეგად მიიღოს მეტი ფინანსური სარგებელი.