ანრი ოხანაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა, ადამ შმიდტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე ისაუბრეს
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 15:57
ანრი ოხანაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა, ადამ შმიდტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე ისაუბრეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს, ადამ შმიდტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს შეეხო.

„დეტალურად გავაცანი ბატონ ადამ შმიდტს ის პროცესი, რომელიც უკვე წარიმართება პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კერძოდ ის, რომ შევქმენით სამუშაო ჯგუფი ფორმალური კრიტერიუმების შემოწმებისთვის და ის, რომ მომდევნო კვირას ვიწყებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს. სტუმარს, ასევე ზოგადად გავაცანი იმ პროცესის აღწერილობა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.