თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 16:15
თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.