შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 18:51
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიისრესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა
საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, კარლჰაინც გორტანო.ავსტრიის ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნასთანდაკავშირებით ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის,ვოლფგანგ პეშორნის ოფიციალური მისალოცი წერილი გადმოსცა.ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა
გადაუხადა.

მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკისსამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა და
სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეებისროლს.

ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისშენარჩუნების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერგანხორციელებული ღონისძიებები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.