დაბა აგარასთან ავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 19:10
დაბა აგარასთან ავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე ტრაილერი პატრულის მანქანას შეეჯახა.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამრომლებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.

ერთ-ერთი მათგანი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.