თურქეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2019 23:31
თურქეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, წერს BBC.

დაშავებულია ორი მეხანძრე და საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი. გამოცემის ცნობით, ქიმიურ ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ლითონის ბაკი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.