შსს განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 10:03
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 21 სექტემბერს
ნუცუბიძის ფერდობსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

"21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აიკრძალება პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, შეუძლებელი იქნება პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებული იქნება ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით. 21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. გარდა ამისა, ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ევროპის მოედანზე ჩამსვლელ პანდუსზე. გადაღებების პერიოდში, კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს. უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები