დღეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 10:15
დღეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

დღეს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. პირველი შეხვედრა კი 14:45 საათზე იაპონიისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება.

ბორჯღალოსნები  D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე, რომელიც ჯგუფში მეხუთე ნომერი იქნება, მოგვიანებით კანადისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებს 29 სექტემბერს ექნებათ, ამ დღის მეტოქე მოგვიანებით კანადა-ურუგვაის შორის გაირკვევა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩში 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

ტეგები