„რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 11:03
„რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ არხის გენ დირექტორ პაატა სალიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სალია აღნიშნავს, ამავე დღეს გავა ეთერში დილის გადაცემაც. ambebi.ge-ს ინფორმაციით, 21.00-საათიან "კურიერს" ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს 20 აგვისტოს დაემშვიდობნენ. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

ტეგები