"როგორ შევაჩეროთ ეს ცივი სამოქალაქო ომი, თავს რომ მოგვახვიეს?" - ზაზა ფირალიშვილი
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 11:44
"როგორ შევაჩეროთ ეს ცივი სამოქალაქო ომი, თავს რომ მოგვახვიეს?" - ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მიჭირს წარმოდგენა, თუ 2020-ში რას უნდა ველოდეთ ასეთი გაკოტრებული პოლიტიკური სპექტრისაგან. როდესაც მთავარი მოთამაშეები "ან - ყველაფერი, ან - არაფერის" და "ახლა ასეა საჭიროს" პრინციპებით იქცევიან და თავისი აგიტატორების ყიჟინი ხალხის მხარდაჭერა ჰგონიათ, კარგ არაფერს უნდა ველოდეთ. ნებისმიერ ფასად ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების ბარბაროსულმა ინტერესებმა ყველაფერი გადაფარა და ვერც გრძნობენ, როგორ იქცენ ჰიბრიდულ ომში მტრის ჯარისკაცებად. ფატალურად ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება რიგითი ადამიანების გონებაში. კიდევ ერთხელ მობრუნდა 2011 წლის აპათია. თავს ნუ დავიმშვიდებთ, NDI-გამოკვლევები არ არის სანდოო. იმდენად სანდო მაინც არის, რომ მდგომარეობის მთელ სირთულეს მივხვდეთ. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს ცივი სამოქალაქო ომი, უპასუხისმგებლო ადამიანებმა თავს რომ მოგვახვიეს? ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ვაჭარბებდე", - წერს ფირალიშვილი.

ტეგები