მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან ოკუპაციას აპროტესტებს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 12:16
მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან ოკუპაციას აპროტესტებს

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ. აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე ბორდერიზაციის ამსახველი ფოტოები აქვთ მიტანილი.

"სირცხვილიას" წევრები დღეს საღამოს პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.

"20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თავზე, ჩვენ ისევ მოვალთ პარლამენტის წინ, რადგან ჩვენ არ დავღლილვართ, არ გვეშინია და არ ვჩუმდებით. გამოვალთ ერთად ერთის წინააღმდეგ და გეტყვით რომ: არ გვინდა კოლაბორაციონისტი მთავრობა! არ გვინდა ერთი ადამიანის მორჩილება! არ გვინდა დამნაშავე მინისტრი პრემიერმინისტრად!
არ გვინდა ფული ვუხადოთ პარლამენტარებს, რომლებიც ხალხს არ უსმენენ! არ გვინდა შევეგუოთ ოკუპაციას! არ გვინდა მოძალადე სისტემა!", - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში. 

imedinews.ge

ტეგები