პარლამენტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ მიიღო
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 13:51
პარლამენტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა "ბავშვთა უფლებების კოდექსი" მიიღო. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები არ აქვს. ბავშვის ოჯახიდან განცალკევება დასაშვები უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ხდება.

საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა.
 

ტეგები