წვიმა, ქარი, სეტყვა, თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი უარესდება
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 15:12
წვიმა, ქარი, სეტყვა, თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის დაკლება, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ტეგები