ოთარ დანელია გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 15:21
ოთარ დანელია  გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე აგრარულ სექტორში დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.

„გაერო-ს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები აგრარული სექტორის განვითარების მხარდაჭერის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.



შეხვედრის მონაწილეებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

ტეგები