პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიელს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 16:55
პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულ პოლ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

​საქმეზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ საღამოს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ ადამიანს პატიმრობა მანამდე შეეფარდა.

ტეგები