ნიკო ბურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 17:41
ნიკო ბურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

თბილისის საბურთალოს რაიონში, ნიკო ბურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემები ექმნებოდა.

პროექტის ფარგლებში, ნიკო ბურის ქუჩაზე ბორდიური და 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, 3 767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. გამგებლის თქმით, კერძო დასახლებებში საკმაოდ ბევრი ქუჩაა, სადაც მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზით უწევს.

„მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოვუგვარეთ. ნიკო ბურის ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 676 720 ლარი გამოიყო. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.

ტეგები