პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 19:34
პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია" დაიწყო. აქციაზე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი გამოდის სიტყვით.

აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. მათ შორის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები,. რომლებიც აქცია მსვლელობას ოპერიდან დაიწყებენ.

გარდა ამისა, პარალელურად "ნაციონალური მოძრრაობა" აქციას მართავს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას აპროტესტებენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ დღეს, 20 ივნისის გავრილოვის ღამისა და სისხლიანი დარბევის შემდეგ 20 სექტემბერს 3 თვე გადის.

ტეგები