მამუკა ხაზარაძე: არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ, ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 20:18
მამუკა ხაზარაძე: არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ, ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც მივიდა.

როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ, ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში.

„20 ივნისი პირადად ჩემთვის იყო ბოლო წვეთი. თავისუფლების გარეშე არც ბიზნესმენი ვარგა, არც ინჟინერი. ჩვენი ქვეყნის იდეა უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც შეუძლებელია თავისუფალი ადამიანების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან აქ შეკრებილები. ეს შეუქცევადი პროცესია. არჩევნებამდე დარჩა ერთი წელი და ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში, რომლებიც მან დაუმსახურებლად თავზე დაგვასვა. ეს გზა ფეოდალური ქვეყნისკენ მიდის და ქართველი ამას ვერ მოითმენს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ დღეს, 20 ივნისის გავრილოვის ღამისა და სისხლიანი დარბევის შემდეგ 20 სექტემბერს 3 თვე გადის. სწორედამიტომ, მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით  რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება. აქციას სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებაც შეუერთდა.

ტეგები