სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 20:38
სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

„მე ამ მოხსენებას მცირე ანალიზს ვერ დავარქმევ. თქვენ ღრმად გაქვთ ყველაფერი გაანალიზებული და მე ამას მოველოდი, რა თქმა უნდა. მშვენიერი გეგმა იყო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აღმოჩნდა, რომ წარმატებით მუშაობს. ერთი მხრივ გვყავს 129 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებიც ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ, მეორეს მხრივ, სამჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ე. წ. მესაზღვრეები აკავებენ აქეთ გადმოსვლის დროს“,-ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

სიმონ ნოზაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. მან ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა „თქვენი მცდელობები, რომ თავს მოგვახვიოთ თქვენი დანაშაული, განწირულია. თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ, მართალია დროებით, მაგრამ დაკარგეთ და ახლა გინდათ, რომ ეს პროცესი დაგვაბრალოთ ჩვენ“,-განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

ტეგები