გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 21:12
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა

აღნიშნული განცხადება აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

„მინდა მივმართო აფხაზებსაც და ოსებსაც, ვინც რჩებიან საოკუპაციო ხაზს იქით - ჩვენ არანაკლებ განვიცდით თქვენს მდგომარეობას, ვიდრე იმ ადამიანებისას რომლებიც საოკუპაციო ხაზს აქეთ დარჩა. მიუხედავად იმ მწვავე დაპირისპირებისა, რაც ომის პერიოდში მოხდა, მიუხედავად იმ სისხლისღვრისა - ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს კავკასიური სოლიდარობა, ტრადიცია. კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, მისასალმებელია სავალან მირზოევის მოწოდება იმასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და მათი ჩართვა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურებში. „ენობრივი ბარიერის გარდა, კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს - თუნდაც განათლების ხარისხი. ამაზე ზრუნვა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღებიდან და სახელმწიფო მინისტრის სტატუსი, მისი აპარატი, მისი მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების კოორდინაცია მოახდინოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტეგები