21 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2019 21:50
21 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ცოტა ხნით გვერდზე უნდა დადგეთ და თავის გამოვლენის საშუალება სხვას მისცეთ. თუმცა, გარშემო მყოფებზე მზრუნველობას ნუ დაივიწყებთ.

კურო - სამსახურში უსიამოვნებებს თავს ვერ დააღწევთ, თუ ლიდერის პოზიციას არ დაიკავებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა და საუკეთესო თვისებები.

ტყუპი - იმდენად დაბნეული ხართ, რომ შეიძლება ახალგაცნობილებმა იფიქრონ, რომ არ ხართ საქმის გამკეთებელი, პროფესიონალი.

კირჩხიბი - ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და სენტიმენტალურობის მოზღვავება გელით. დაფიქრდით, იქნებ რომელიმეს თქვენი დახმარება შეუძლია.

ლომი - გააუმჯობესეთ კავშირი ძველ და ახალ საქმიან პარტნიორებთან. მხოლოდ იმ ახლობელს გაუმხილეთ თქვენი განცდები, ვინც დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

ქალწული - ახალგაცნობილებთან დამეგობრება კარგია, მაგრამ ნურც ძველ მეგობრებს დაივიწყებთ. საღამო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ, იმხიარულეთ.

სასწორი - დღეს პაუზა უნდა გააკეთოთ საქმეებში, ურთიერთობებში და დაფიქრდეთ. როგორ ვითარდებით თავად, რისკენ
მიდიხართ, არის კი ეს გზა გამარჯვებისკენ?

მორიელი - საინტერესო ადამიანებთან საუბარი და მიმდინარე საკითხების განხილვა გელით. კარგი დღეა ბინაში დეკორის შესაცვლელად. გადახედეთ დიზიანის ჟურნალებს. შეიძლება საინტერესო იდეებს წააწყდეთ.

მშვილდოსანი - დღეს საქმეები ახლობლებს, კოლეგებს გადააბარეთ და თავად დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ. ზოგიერთი ქალაქგარეთ გამგზავრებას, ზოგი საოჯახო საქმეების შესრულებას გადაწყვეტს.

თხის რქა - ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფების აზრს. იყავით მეტად დელიკატური ურთიერთობისას. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ ან კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.

მერწყული - საინტერესო მოგზაურობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ზოგიერთი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებს და ახლობლებს გაუზიარებს.

თევზები - დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც თავად მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ.

ტეგები