რუსთავში მოსწავლე მარიხუანას მოხმარების გამო საავადმყოფოში მოხვდა
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2019 12:42
რუსთავში მოსწავლე მარიხუანას მოხმარების გამო საავადმყოფოში მოხვდა

რუსთავში, 15 წლის მოსწავლე ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დილით სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის, 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.