სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა (ფოტო)
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2019 16:00
სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა (ფოტო)

სვანეთში დღეს პირველი თოვლი მოვიდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თოვს მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში.

ამასთან, დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ – წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდევი.