22 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2019 20:29
22 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას. საღამოს მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.

 

კურო - ბოლო დროს მეგობრები და ნათესავები სულ მიივიწყეთ. დღევანდელი დღე მათთან ერთად ოჯახურ, თბილ გარემოში გაატარეთ.

 

ტყუპი - მეგობრებს დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით. ზოგიერთმა შეიძლება ქალაქგარეთ გამგზავრება და საქმეებში მოხმარება გთხოვოთ.

 

კირჩხიბი - მართალია, კამათი სიამოვნებას არავის ანიჭებს, მაგრამ დღეს საკუთარი მოსაზრებები უნდა დაიცავთ. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

 

ლომი - ზომიერება გმართებთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

 

ქალწული - დღეს არჩევანი უნდა გააკეთოთ ან კარიერულ წინსვლა, ან მეგობრული ურთიერთობა.

 

სასწორი - გადადგით პირველი ნაბიჯი და მიხვდებით, რომ გზა არც ისეთი შორია და საქმე არც ისეთი რთული, როგორც ეს თავიდან გეგონათ.

 

მორიელი - გამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნის დღეა. გაჩერდით და შეაფასეთ თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, სიტუაცია, რაც თქვენ გარშემო ხდება.

 

მშვილდოსანი - ახალი ადამიანების გაცნობის, სოციალური საქმეების შესრულების დღეა. იყავით აქტიური.

 

თხის რქა - დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან. ოღონდ სასიამოვნო საქმიანობით და არა მავნე თვისებებით.

 

მერწყული - ცოტათი უნდა დაშორდეთ იმ ადამიანს/მეგობარს, ვისი პოზიციაც თქვენგან რადიკალურად განსხვავდება.

 

 

თევზები - პოზიტიური და ენერგიული დღე გელით. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათ საოცრად ენატრები.