5 ქალაქი, რომელსაც ჩაძირვა ემუქრება
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2019 11:01
5 ქალაქი, რომელსაც ჩაძირვა ემუქრება

სპეციალისტების ვარაუდით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქს წყალში ჩაძირვა ემუქრება. მიზეზი ბუნებრივ კატაკლიზმებთან ერთად ადამიანის დაუდევარი მოქმედებაცაა. ქალაქების ხუთეული კი ასეთია:

1. ინდონეზიაშო, ქალაქი ჯაკარტა

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა ყველაზე სწრაფად იძირება. ვითარება ყოველწლიურად მძიმდება, ქალაქმა უკვე დაახლოებით 17 სანტიმეტრით დაიწია.

ვარაუდობენ, რომ 2050 წლისათვის ინდონეზიის დედაქალაქის 95% წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

2. ნიგერიაში, ქალაქი ლაგოსი

მეცნიერები აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის ლაგოსის ზღვის დონის მატება 2 მეტრს გადააჭარბებს.

3. აშშ-ში ჰიუსტონი

ქალაქი ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრით იძირება. გასულ წელს ჰიუსტონს თავს დაატყდა ქარიშხალი ჰარვი, რომელმაც მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა

4. ბანგლადეში, ქალაქი დჰაკა

მკვლევარების მოსაზრებით, ბანგლადეშის ქალაქ დჰაკას მიწის ფართობის 7% შესაძლოა ოკეანემ მიისაკუთროს და 2050 წლისათვის 18 მილიონ მოქალაქეს გადასახლება მოუწევს.

5. იტალიაში, ვენეცია

ეს ულამაზესი ქალაქი ყოველწლირად 30 სანტიმეტრით იძირება. ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს, რომ ქალაქი ჩაძირვას გადაარჩინოს. დაწყებულია სპეციალური კაშხლის მშენებლობაც.

გასულ წელს ქალაქი წყალდიდობამ დააზარალა. ცნობილი წმინდა მარკის მოედანი დაიტბორა. ადგილობრივი მთავრობის თქმით, წყალდიდობის გამო ვენეციის 75% წყლით დაიფარა.

 

პრაიმტაიმი