ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე დღეს უელსს შეერკინებიან
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 10:06
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე დღეს უელსს შეერკინებიან

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას დღეს უელსის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა, ურუგვაის და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა. 21 სექტემბერს ავსტრალიელებმა ფიჯის ნაკრები ანგარიშით 39:21 დაამარცხეს.

ტეგები