პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 10:16
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართება. გასაუბრება გვარის ანბანური თანმიმდევრობით მოხდება.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო საბჭოს 20-კაციანი სია გადაუგზავნა.

 



 

ტეგები