სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას კითხვა დაუსვა 14 წლის მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 11:54
სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას კითხვა დაუსვა 14 წლის მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას კითხვა დაუსვა 14 წლის მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით.

-„თქვენ ხართ მოქმედი მოსამართლე და გაქვთ სამოსამართლეო საქმიანობის ძალიან ხანგრძლივი სტაჟი. არის გარკვეული კითხვები თქვენს მიმართ და ეს კითხვები რომელიც საზოგადოებას აწუხებს და რა თქმა უნდა ჩვენ აქ პარლამენტში უნდა დავსვათ მათ შორის ყველაზე მწვავე და კრიტიკული კითხვები“.

სოფო კილაძემ იქვე განმარტა, რომ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამბობს, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე მოთხოვოს პასუხი, მაგრამ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში, -„2006 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 14 წლის გოგონას მიუსაჯა 5 წელი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი, აქედან გამომდინარე, მეორე, უკვე სააპელაციო სასამართლოში როდესაც გასაჩივრდა, თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი ის მოსამართლე,. რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, ეს საქმე შემდეგ წავიდა სტრასბურგში, ჩემი კითხვაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება?“

სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს ასევე კითხა, -„ თუ თვლით, რომ თქვენ გქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ 14 წლის ბავშვის, გოგონას მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი იყო ნამდვილად არათანაზომიერი. მით უფრო თ გავითვალისწინებთ, რიომ თქვენ კარგად იცოდით როდესაც ამ განაჩენზე აწერდით ხელს, რომ ეს იყო სააკაშვილის პენიტენციური სისტემა, სააკაშვილის ციხეები, სადაც ადამიანებ უმოწყალოდ კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ?“

ტეგები