ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2 ნარკორეალიზატორი?
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 14:21
ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2 ნარკორეალიზატორი?

საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად, ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა. ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილი, ხოლო მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძეა.

არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს და საპყრობილე, სულ რაღაც 6 თვეში დატოვა.1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .


 

ტეგები