თელავში ქმარმა ცოლი მოკლა
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 14:47
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. "ქრონიკის" ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

ტეგები