რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 15:54
რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს სოხუმში გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა, თუმცა აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.
 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

ტეგები