„მე არ მჯერა რომ თქვენ "ცუდი" იყავით და ახლა "კარგი" გახდებით"- ლევან კობერიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატს, თამარ ალანიას მიმართავს
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 18:28
„მე არ მჯერა რომ თქვენ "ცუდი" იყავით და ახლა "კარგი" გახდებით"- ლევან კობერიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატს, თამარ ალანიას მიმართავს

„მე არ მჯერა რომ თქვენ "ცუდი" იყავით და ახლა "კარგი" გახდებით"- ლევან კობერიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატს, თამარ ალანიას მიმართავს.

"თავის დროზე „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო გაცემული დაპირება, რომ კლანისგან და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია და შემოვიდა აზრი, რომ ისინი კი იყვნენ „ცუდები“, მაგრამ ახლა ხდებიან ან გახდებიან „კარგები“. თქვენც ერთ-ერთი „ცუდი“ იყავით და „კარგი“ გახდებით?

მოსამართლეების იმ ათკაციანმა სიამ ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია, შეარყია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისედაც დაზიანებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ფაქტიურად შექმნა სასამართლო სისტემის რეპუტაციის შელახვის საშიშროება. თქვენ როდესაც ამ სიაში ჩაეწერეთ აცნობიერებდით ამ რისკებს? მმართველმა გუნდმა სერიოზული რყევები მიიღო ამის გამო და საზოგადოებაში წამოვიდა განცდა რომ ხდება ადეიშვილის სასამართლოს გახმოვანება... თქვენ ამ დროს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გქონდათ?

ქვეყნის კონკურენტუნარიოანობის რეიტინგი არის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი რეიტინგი და იგი განსაზღვრავს ქვეყანას რამდენად აქვს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უნარი. იქ ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის სასამართლოს ნდობა და რეპუტაცია, რეალურად გვაქვს პროცესი, რომელიც ასახავს რომ სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სწორედ იმ პროცესის მონაწილე ხართ რომელიც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას?

ქალბატონო თამარ, უკაცრავად, მაგრამ მე არ მჯერა რომ თქვენ "ცუდი" იყავით და ახლა "კარგი" გახდებით თუკი პარლამენტს მართლა უნდა პასუხისმგებლობის აღება სამართლიან სასამართლოზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე ქვეყანაში, მე ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ ეს პროცესი დასრულდეს ყველა კანდიდატის ჩაგდებით, რადგან ის რამოდენიმე კანდიდატი, რომელიც კათილსინდისიერი და კვალიფიცირებული მოსამართლეა, არის მონაწილენი იმ ცუდი პროცესისა, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩააბეტონებს სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს და ეს კლანი იქნება უკვე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისაგან ხელდასმული!!




 

ტეგები