საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 21:16
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ცნობით, ქალაქ ლაგოდეხის ჩრდილოეთით - 9კმში. სოფელ ხიზაბავრასთან მაგნიტუდით 4.2 მიწისქვეშა ბიძგები გრინვიჩის დროით 16:38 საათზე დაფიქსირდა, მოგვიანებით, 17:09 საათზე კი სოფელ ხიზაბავრადან  2კმ-ში მაგნიტუდით 3.3 მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება


 

ტეგები