"ყველა იმათგან, ვინც იბრძოდა შენთან ერთად" - გულისამაჩუყებელი წერილი, რომელიც დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ეძღვნება
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2019 21:29
"ყველა იმათგან, ვინც იბრძოდა შენთან ერთად" - გულისამაჩუყებელი წერილი, რომელიც დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ეძღვნება

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ემოციური წერილი და ყვავილები მიიღო, რომელიც ავღანეთში 'მტკიცე მხარდაჭერის' მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს. ამის შესახებ საელჩო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დღეს დილას გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ. საელჩოში დაგვხვდა უცნობის მიერ გამოგზავნილი ყვავილები წერილით, რომელიც ავღანეთში 'მტკიცე მხარდაჭერის' მისიაში 2015 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს. "ყველა ჩვენთაგანისაგან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, და ყველა იმათგან ვინც იბრძოდა შენთან ერთად. შენი მსხვერჰლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული", ვკითხულობთ წერილში რომელიც ხელმოწერილია "ყველა ჩვენ".

ჩვენი უღრმესი პატივისცემა უცნობ ამერიკელ ჯარისკაცს და ყველა მეომარს მშვიდობისა და თავისუფლებისათვის!", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები