გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ათ წევრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს
ამობეჭდვა · 24 / 09 / 2019 14:17
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ათ წევრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ათ წევრს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს, არ მისცეს აშშ-ის ვიზა რის გამოც, ისინი ღონისძიებას ვერ დაესწრებიან. 

გენერალური ასამბლეის სესია უკვე დაიწყო. აშშ-მა ვიზების გაუცემლობა ტექნიკური მიზეზებით ახსნა. კოსაჩოვმა ვითარებას უწოდა „ამაზრზენი აქცია, რომელსაც არა აქვს ახსნა და გამართლება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უწყება არადამაჯერებლად მიიჩნევს აშშ-ის მხარის ახსნა-განმარტებას. მისი თქმით, ინციდენტი ცენტრალური თემა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრაზე.