უზეანესმა სასამართლომ ბორის ჯონსონი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა
ამობეჭდვა · 24 / 09 / 2019 14:39
უზეანესმა სასამართლომ ბორის ჯონსონი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ უკანონოდ ცნო. 

„პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონო იყო, მას იურიდიული ძალა არ ჰქონდა“, - განაცხადა უზენაესმა სასამართლოს თავმჯდომარე ბრენდა ჰეილმა და აღნიშნა, რომ ამაზე სასამართლოს 11-ვე მოსამართლე თანხმდება.

6 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ზედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევის გარეშე 31 ოქტომბერს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას კრძალავს. კანონის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უნდა შეეცადოს ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევას ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბერს, ბორის ჯონსონის თხოვნის საფუძველზე შეაჩერა, რამაც  ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.