25 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 24 / 09 / 2019 20:25
25 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - რატომ უსმენთ უსიამოვნო ადამიანები ნათქვამს? თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ და კიდევ უფრო კარგად გექნებათ. გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გახვევიათ, რომლებიც ყველა საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

 

კურო - დღეს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეებით იქნებით დაკავებული. შეაფასეთ ის წარმატებები და მიღწევები, რაც ბოლო დროს გქონდათ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

 

ტყუპი - დისკუსიაში მიიღებთ მონაწილეობას და ეცადეთ, დიპლომატიურად დააფიქსიროთ თქვენი აზრი. წარმოადგინეთ კრეატიული იდეები. ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილი გაგიჩნდებათ.

 

კირჩხიბი - ახალი იდეები დაგებადებათ და ისინი ახლობლებთან ერთად განახორციელეთ. მეგობრებთან კავშირი სიხარულითა და პოზიტივით აგავსებთ.

 

ლომი - კარგი დღე გელით. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერს ადვილად მიაღწევთ, მაგრამ სასურველს მიუახლოვდებით. ამაყი იქნებით შვილების წარმატებით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

 

ქალწული - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდომარეობა. საკუთარი წარმატება ახლობლებთან ერთად აღნიშნეთ. მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების საშუალება მოგეცემათ.

 

სასწორი - მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. კარგი დღეა კითხვისა და საინტერესო ადამიანებთან საუბრისთვის. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

 

მორიელი - ახალგაცნობილებთან უსიამოვნებას აიცილებთ, თუ გულს არ გადაუშლით და არც ახალ იდეებს გააცნობთ. დაძაბული სიტუაცია იუმორით განმუხტეთ.

 

მშვილდოსანი - რთულ მოლაპარაკებებსაც კი ოსტატურად წარმართავთ. საყვარელი ადამიანი ყველა კაპრიზს აგისრულებთ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა.

 

თხის რქა - საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, ახლობლების გვერდით და იმხიარულეთ. მეგობრებმა შეიძლება სპორტულ თამაშში აგიყოლიონ. ბედნიერ და უღრუბლო ბავშვობაში გადავარდებით.

 

მერწყული - დღეს ინფორმაციას ღრუბელივით შეისრუტავთ, გამონახეთ დრო სწავლისთვის. ყური დაუგდეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევებს, კრიტიკასაც კი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეგობრებთან.

 

თევზები - პოზიტიური მოვლენები გელით და  საინტერესო ადამიანი გახვევიათ გარშემო. დატკბით ბედიერი და მხიარული გარემოთი. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.