კონგრესი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2019 14:22
კონგრესი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პალატის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსმა განაცხადა.

იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში პალატა ოფიციალურად შეუდგება თეთრი სახლის მეთაურის საქმიანობის გამოძიებას, - თქვა პელოსმა სპეციალური მიმართვისას.

მისი აზრით, ტრამპის საქმიანობა ცხადყოფს, რომ მან "გაყიდა პრეზიდენტის თანამდებობა, ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი არჩევნების მთლიანობა".

პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორების საფუძვლად პელოსი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენკისთან ტრამპის საუბარს მიიჩნევს, რომლის დროსაც თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.