ახმეტაში დამწვარი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 11:02
ახმეტაში დამწვარი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისიში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინდა.

დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი გუშინ ღამით მწყემსსმა აღმოაჩინა და სამართალდაცმველებს შეატყობინა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები