ხიდაშელი ზურაბიშვილზე: ჩვენი გასაჭირი ის არის, რომ თუკი პრეზიდენტი რამე სასწაულს არ იტყვის, უკვე გვიხარია
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 12:34
ხიდაშელი ზურაბიშვილზე: ჩვენი გასაჭირი ის არის, რომ თუკი პრეზიდენტი რამე სასწაულს არ იტყვის, უკვე გვიხარია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას აფასებს:

"ყველაფერი შედარებითია ამ ქვეყნად. იმის გათვალისწინებით როგორ და რას საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოში კარგი გამოსვლა იყო უდავოდ.

იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ გვჭირდება დიდი ყურადღება, ყველა ტრიბუნიდან საქართველოში ოკუპაციის გლობალურ საკითხთა რუკაზე მონიშვნა, ერთმნიშვნელოვნად სუსტი გამოსვლა იყო.
თუ შევადარებთ ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის და სხვა პრეზიდენტების გამოსვლებს მაშინ უღიმღამოდაც კი მოგვეჩვენება.

ჩვენი გასაჭირი ის არის, რომ თუკი წალბატონი პრეზიდენტი რამე სასწაულს არ იტყვის, მაგალითად რად გვინდა ნატოს წვრთნები ამ ამერიკული ბაზები და სხვა, უკვე გვიხარია 

გამოსვლის ბოლო რამდენიმე წუთი ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თავადაც ეზარებოდა საკუთარი სოტყვის კითხვა და აუჩქარა, შესაბამისად მანამდე ისედაც მკრთალად მოციმციმე აქცენტები ბოლოსკენ სულ გაქრა 

ქვევით გამოტანილი წინადადება იყო საუკეთესო, მაგრამ თავად გამოსვლაში არაფერი შეესაბამებოდა მას. არ იყო ინიციატივები, არც განსაკუთრებით გაბედული და არც რამე სხვა", - წერს ხიდაშლი სოციალურ ქსელში.

ტეგები