საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვისას გურიაში, ლევან კობერიძემ არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 12:41
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვისას გურიაში, ლევან კობერიძემ არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვისას გურიაში, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა.

მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი ხელს შეუწყობს გურიის რეგიონს შეიძინოს მიზიდულობის ძალა და გახდეს პოლიტიკის მიმართულებით საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ იდეის საფუძველი არის გურიის მხარის გამორჩეულად აქტიური პოლიტიკური ისტორიული წარსული, მაგალითად გურიის პირველი რესპუბლიკა ჯერ კიდევ 1905 წელს.

დეპუტატის ეს ინიციატივა უკავშირდება მის ხედვას საქართველოს რეგიონების ბრენდინგზე და განვითარებაზე - გამოყენებული იქნას ყველა რეგიონის მიძინებული შესაძლებლობები მათი ხასიათიდან გამომდინარე და მეტი აქცენტი გაკეთდეს მათ თავისებურებებზე.



 

ტეგები