პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სამუშაო გეგმა შეიმუშავა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 13:31
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სამუშაო გეგმა შეიმუშავა

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა, სადაც საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და სამომავლო საქმიანობა დაგეგმეს.

შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, თუ რომელ უწყებებს მოისმენენ, მათ შორის, განხილული იქნება აუდიტის სამსახურის ანგარიში, შესაბამისად, ყველა ფინანსური მხარე და ის საიდუმლო საქმიანობა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალ უწყებებს ეხება.

ტეგები