გოგა გულორდავა მირანდა ერემაძეს: „რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა? თქვენ იგრძენით გლობალური საფრთხე სასამართლოს წინააღმდეგ?“
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 13:35
გოგა გულორდავა მირანდა ერემაძეს: „რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა? თქვენ იგრძენით გლობალური საფრთხე სასამართლოს წინააღმდეგ?“

გოგა გულორდავა მირანდა ერემაძეს: „რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა? თქვენ იგრძენით გლობალური საფრთხე სასამართლოს წინააღმდეგ?“

აღნიშნული კითხვით პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს მიმართა.

„ყურადღებას გავამახვილებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას, ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დასმულ კითხვაზე - თქვენი აზრით, რატომ ვართ ასეთი ერთსულოვანი მოსამართლეები, რატომ არ არის განსხვავებული მოსაზრება და რა საკითხზე უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრება? თქვენი პასუხი იყო ასეთი - როდესაც საუბარი ეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, როგორ შეიძლება მოსამართლეებს შორის იყოს განსხვავებული აზრი. კითხვაში მსგავსი რამ არ დაუსვამს ბატონ გვრიტიშვილს და თქვენ რატომ იგულისხმეთ და სად დაინახეთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეები? თქვენი აზრით, რატომ ვართ ასეთი ერთსულოვანი მოსამართლეები? რატომ არ არის განსხვავებული მოსაზრება და რა საკითხზე უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრება? სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, საუბარი არ ყოფილა. თქვენ პირდაპირ იგულისხმეთ რომ მისი კითხვა ერთსულოვნების საკითხში ეხებოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. რატომ იგულისხმეთ ეს და რა საფრთხეები დაინახეთ? ეს კითხვა რატომ აღიქვით, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ იყო მიმართული და თუ ეს აღიქვით, თქვენ სად იგრძენით საფრთხე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ?“, - აღნიშნა გოგოა გულორდავამ.

დეპუტატი ასევე, დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატი მირანდა ერემაძე გარდა საკანონმდებლო სივრცისა, რა განსხვავებას ხედავს 2012 წლამდე და მის შემდგომი პერიოდის სასამართლოებს შორის.

„2012 წლამდე სასამართლოსა და მის შემდგომი პერიოდის სასამართლოს შორის საკანონმდებლო სივრცის გარდა სხვაობას არაფერში გრძნობთ? ან თუნდაც თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ასახულა ეს? თქვენ გსმენიათ ზეწოლის შესახებ. რა ფორმით ხორციელდებოდა ეს ზეწოლა? რატომღაც ყველა კანდიდატი აღნიშნავს იმას, რომ პირადად მას არ განუცდია ეს ზეწოლა. ეს ცოტა ნაკლებ დასაჯერებელია პირადად ჩემთვის. 2012 წლის შემდეგ თუ გქონიათ ასეთი პრაქტიკა, რომ არ დაგიკმაყოფილებიათ პოლიციის შუამდგომლობა?“, - აღნიშნა გოგოა გულორდავამ. დეპუტატი ასევე დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის შეხედულებით გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„რას ნიშნავს თქვენთვის გამოხატვის თავისუფლება ? დღეს რომ ასფალტზე ვინმემ მზე დახატოს, და თქვენთან პოლიციამ წარმოადგინოს ის, როგორც იერსახის დამმახინჯებელი, დააჯარიმებთ მას? ეს არის გამოხატვის თავისუფლება თუ სამართალდარღვევა?“, - მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს გოგა გულორდავამ.

ტეგები