ნინო გოგუაძე მირანდა ერემაძეს - საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ თქვენი კოლეგის ძალიან კრიტიკული კომენტარის მოწონება რამდენად სწორია მოსამართლის მხრიდან?
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 14:17
ნინო გოგუაძე მირანდა ერემაძეს - საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ თქვენი  კოლეგის ძალიან კრიტიკული კომენტარის მოწონება რამდენად სწორია მოსამართლის მხრიდან?

„სოციალ ქსელში თქვენ მოიწონეთ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის კომენტარი, რომელიც შეეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ორგანიზაციების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ძალიან მწვავე კრიტიკას. მაინტერესებს, რა გსურდათ საჯაროდ საზოგადოებისთვის გეთქვათ და რამდენად მოქმედებს ასეთი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა სასამართლო სისტემის მიმართ სანდოობაზე“, - ამ შეკითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ მირანდა ერემაძეს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როდესაც კონკრეტული ადამინების მიმართ მოსამართლის მხრიდან გამოხატულია პოზიცია, რამდენად არის ეს სამოსამართლო ეთიკის პრინციპებთან თანხვედრაში იმიტომ, რომ ეს ადამიანები შესაძლოა, სამომავლოდ, კონკრეტულ საქმეებზე სასამართლოში იყვნენ მხარეები.

„ეს რაიმე განწყობას ხომ არ უქმნის ამ პირთა ჯგუფს, რომ მათ მიმართ საქმის წარმოებამ შეიძლება განსხვავებული ელფერი შეიძინოს, რადგან ასეთი პოზიცია დაფიქსირებულია საჯაროდ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ტეგები