ჩინეთში ყოფილი მერის სახლში 13,5 ტონა ოქრო იპოვეს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 15:59
ჩინეთში ყოფილი მერის სახლში 13,5 ტონა ოქრო იპოვეს

ჩინელმა პოლიციელებმა ქალაქ განჯოუს (Ganzhou) ყოფილი მერის სახლის ჩხრეკისას, 13,5 ტონა ოქროს ზოდები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოფილი მერის სახლში დიდი ოდენობით თანხა იქნა ნაპოვნი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 57 წლის მაღალჩინოსანი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის მდიდრულ უძრავ ქონებას მალავდა.

მედიის ცნობით, სახლიდან ფული, ოქრო და ანტიკვარული ნივთები რამდენიმე სატვირთო მანქანის დახმარებით გამოიტანეს.

ყოფილ მაღალჩინოსანს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.

ტეგები