სოფიო ქაცარავა: გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 16:43
სოფიო ქაცარავა: გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს.

საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, ასევე ფინეთის, რუმინეთის, ლატვიის, გვატემალას, ყაზახეთის, ერაყის პრეზიდენტებთან; ნორვეგიის და ბარბადოსის პრემიერ-მინისტრებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და დეოკუპაციის საკითხი.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები; ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

„გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ და ორმხრივ ფორმატებში სახელმწიფოს ლიდერებთან განვიხილოთ ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების თავმჯდომარეები.

ტეგები