ირაკლი სესიაშვილი: „თქვენთვის ამ ტრიბუნის გამოყენებით, თქვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე რეალურად საქმეზე ორიენტირება“
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 16:49
ირაკლი სესიაშვილი: „თქვენთვის ამ ტრიბუნის გამოყენებით, თქვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე რეალურად საქმეზე ორიენტირება“

მე არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი ვისთვისაც ოკუპაცია არ იყოს ყველაზე დიდი ტკივილი. გული მწყდება რომ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ ელემენტარულ წესებზე შეთანხმება. თქვენთვის ამ ტრიბუნის გამოყენებით, თქვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უფრო ძვირფასია, ვიდრე რეალურად საქმეზე ორიენტირება და მართლაც შინაარსობრივად ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ მათ შორის, ოკუპანტს საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, მეტი რესურსი დავხარჯოთ პრაგმატიზმში და რეალურად დავინახოთ რა რისკები და გამოწვევები არის ქვეყნის წინაშე. უნდა დავინახოთ რა რისკები მოდის, რისკები, რომელიც დაარტყამს სახელმწიფოს, დაარტყამს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ.

 

ტეგები